» 5 მიზეზი რატომ არ სურს მამაკაცებს დაქორწინება

5 მიზეზი რატომ არ სურს მამაკაცებს დაქორწინება


5 მიზეზი რატომ არ სურს მამაკაცებს დაქორწინება
loading...

უპასუხისმგებლობა

ტიპური მიზეზია. მამაკაცს არ სურს საყვარელი ქალი დააიმედოს, არ სურს საკუთარ თავზე ზედმეტი პასუხისმგებლობის აღება. ვერ აცნობიერებენ, რომ ოჯახი ორი ადამიანის მონდომებითა და სიყვარულით უნდა შეიქმნას. ერთად უნდა გაატარონ უქმეები, შვებულება. თანაცხოვრება ერთამანეთზე ზრუნვასა და სითბოს გულისხმობს. არ რისკავენ და როგორც ცნობილია, ვინც არ რისკავს, შამპანურსაც ვერ მიირთმევს.

ფინანსური საკითხი

დაქორწინდება, როცა მატერიალურად მოძლიერდება, რადგან მისი აზრით, ქალებს მხოლოდ მამაკაცების ფული უნდათ. ცოლი დამატებითი ხარჯია, რომელიც უნდა არჩინო და სურვილები აუსრულო. გვერდით ქალი სიყვარული კი არა, დამატებითი ხარჯია.

კარიერა

ბრიყვ მამაკაცებს მიაჩნიათ, რომ სამსახურში წარმატებას ვერ მიაღწევენ, თუ დაქორწინდებიან. არადა, როგორც ცნობილია, ბევრი წარმატებული მამაკაცის უკან ძლიერი ქალი დგას, რომელიც თანადგომითა და დახმარებით მამაკაცს წარმატებს მიღწევაში უწყობს ხელს.

გართობით გული ვერ იჯერა

თუ მამაკაცის გვერდით ღირსეული ქალი არაა, ის არ იქნება სტაბილური, მას არ ენდომება შვილები. ქალი მამაკაცისთვის მუზაა, რომელიც სწორად მართავს მის სურვილებს, შესაძლებლობებს. მხოლოდ ღირსეული ქალის გვერდით იქნება მამაკაცი წარმატებული, გარშემო მყოფებისა და შვილებისგან დაფასებული.

იდეალური დიასახლისის ძიებაში

მამაკაცისთვის ცოლი არის უფასო მზარეული, დამლაგებელი, მრეცხავი, მომვლელი. ამასთანავე, უნდა იყოს ლამაზი, წარმატებული, სექსუალური. თუ ქალი ყველა მოთხოვნას ამაყოფილებს, მაშინ მამაკაცს არასრულფასოვნების კომპლექსი უჩნდება. არ ცდილობს, თავადაც იდეალური იყოს, ცდილობს რაღაც მიზეზი, ნაკლი მოუძებნოს ქალს, რათა მის ფონზე უფრო სრულყოფილად გამოჩნდეს. ხოლო როცა ქალი მიატოვებს, "ე.ი. მისი ღირსი არ იყო" და იწყება ახალი მსხვერპლის ძიება და შეფასება.скачать dle 10.5фильмы бесплатно

loading...



  • კომენტარების რაოდენობა: 0
  • ნახვადობა: 5